თეგებით ძიება

გიორგი ვაშაძე: ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა. როგორც მან ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს.

„სამწუხაროდ, ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დააყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის. ჩემი ამოცანაა, რომ მოსახლეობის ის 30%, რომელმაც თუნდაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“ ხმა არ მისცა, ყველა უნდა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოვებული წრიდან გამოვიდეთ. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ სხვის რიტორიკაზე, ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან! ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება. მე მინდა ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან და თქვენ გინდათ მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში, მუდმივად პირველები. იმიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე, რომ შედგეს საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან. რაც შეეხება ოპოზიციაში განხეთქილებას, სწორედ ასეთ პროცესებს შეაქვს განხეთქილება. ჰკითხეთ ნებისმიერ ოპოზიციონერს, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ძალიან დიდი ძალისხმევა გააკეთა იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო ერთიანება. ასეთი ერთიანი სახით მივდივართ დღეს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, რომ ყველა შეიკავებს თავს ბინძური თავდასხმებისგან. ყველა საკითხზე ან შევთანხმდებით სულ ყველა ერთად ან ვერ შევთანხმდებით, მორჩა და დამთავრდა!“- განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს Facebook-პოსტებში მიმართავენ და მათ მოუწოდებენ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღონ.


"იმედინიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა