თეგებით ძიება

შესვლა, არ შესვლა, საკითხავი, აი ეს არის - ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირებაა

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 3 დღეღა რჩება და საბოლოო გადაწყვეტილება, შევლენ თუ არა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში, გადაწყვეტილი არ არის.

აღნიშნული მიზეზი დაპირისპირების საგანი გახდა "მთავარი არხის" დირქტორსა და ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძეს შორის.

გვარამიას ცნობით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში შესვლა.

"ოპოზიცია ნაზი ყვავილი არ არის, რომ მისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა არ შეიძლებოდეს. მით უმეტეს, ამ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.
არავის არ ვაგინებთ, გვაქვს ინფორმაცია ერთდროულად და იდენტური ქართული ოცნებიდან და ოპოზიციიდან, რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდან აპირებს პარლამენტში შესვლას. ყოველგვარი ისტერიკის გარეშე, ვცდილობთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას. არ ვაპირებთ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის დამალვას. გვეყო, რაც (შეცდომით) ვმალეთ შიდაოპოზიციური და ოცნებასთან მოლაპარაკებების დეტალები თითქმის ერთი თვის მანძილზე. ჩვენ სახალხო მედია ვართ და ვმუშაობთ ხალხისთვის და არა ვიღაცის ნამუსის შესანახად ან აბსურუდლი კონსპირაციების ხელშეწყობისთვის.
მოკლედ, შვიდივესთან პირადად ვამოწმებთ ინფორმაციას და შემდეგ გამოშვებაში ჩამოვთვლით შვიდივეს და მათ პასუხებს: "არ შევდივარ" ან "ამიტომ და ამიტომ შევდივარ", ან "კომენტარი არ გააკეთა", რაც ასევე პასუხია.

არაა საჭირო დამუნათება, ნამუსზე შეგდება და ისტერიკები. არ მუშაობს", - წერს ნიკა გვარამია.

აღნიშნულ ბრალდებას გამოეხმაურა გიორგი ვაშაძე და განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ბინძური თავდასხმის ობიექტი ნიკა გვარამიასგან გახდა.

შესვლა, არ შესვლა, საკითხავი, აი ეს არის - ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირებაა



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა