თეგებით ძიება

ხელფასებს მოაკლდება ფული, მომჭირნეობის წელია — თურნავა 2021 წლის ბიუჯეტზე

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ეკონომიკის სამინისტროს სახელფასო ფონდს ფული მოაკლდება. ამის შესახებ მან პალიტრას ეთერში ისაუბრა.

"ფული ხელფასებს მოაკლდება პირველ რიგში ყველაზე მეტად. ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსი ოპოზიციონერი ამბობდა, რომ ბიუჯეტში იზრდება ხელფასები. თუკი რამე იზრდება, ეს არის მასწავლებელი, ეს არის ჯარისკაცი, ეს არის პოლიციელი. ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეს, მთლიანობაში სახელფასო ფონდს აკლდება, მაგრამ გაიზარდა მეწარმეობაზე გასაწევი ხარჯები. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ეს მომჭირნეობის წელია", — განაცხადა ნათია თურნავამ.


წყარო:on.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა