თეგებით ძიება

რამდენი დაიხარჯა საკარანტინე სივრცეებისა და კლინიკების მომსახურებაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში [IDFI] აცხადებენ, რომ კორონავირუსის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით ბიუჯეტიდან 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

IDFI-ის მიერ მომზადებილი ანალიზის მიხედვით, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

"კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ 625, 537 ლარი შეადგინა. მხოლოდ ნოემბერში კი დამატებით 300, 000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

IDFI-ის გაანალიზებული მონაცემებით ჩანს, რომ თანხების უდიდესი ნაწილი კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე იხარჯება. ამ მიზნობრიობით შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით. არასამთავრობო ორგანიზაციაში თვლიან, რომ ისეთი მომსახურების შესყიდვები, რომელიც უკვე აპრობირებულია და მათი საჭიროების შესახებ წინასწარი ცოდნა არსებობს, შესაძლებელია ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორცილედეს, რათა მეტი კონკურენციის უზრუნველყოფა მოხდეს.


"ონ.ჯი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა