თეგებით ძიება

გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს პასუხობს

„ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას პასუხობს.

„ვიზიარებ სერგი კაპანაძის პოზიციას. ჩვენ მისთვის არაფერი არ დაგვიბრალებია. ეს სიცრუეა მრავალ სიცრუეთა შორის, რაც მან ადრეც იკადრა და ახლაც. არაფერი არ დაგვიბრალებია. ჩვენთვის, ამ ვითარებაში, მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე სამარხვინოდ მოქცეულიყო და მერე ტალახი გვესროლა, არამედ ელისაშვილიც კი, რადგანაც ფორმალურად ჯერ მაინც ოპოზიციაშია, არ დაერღვია ერთიანობა. ამიტომ, ელისაშვილი ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ელისაშვილის განცხადებებს სერგი კაპანაძემაც უპასუხა.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უნდა შესვლა პარლამენტში და ახლა ეძებს საბაბს და ცდილობს, რომ კონფლიქტში შევიდეს ოპოზიციასთან რაღაც მოგონილი საბაბით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკებების საბოტაჟით არის დაკავებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა