თეგებით ძიება
09. 12. 2020 მსოფლიო

ვინ არის ქართველი "კანონიერი ქურდი“, რომელიც გუშინ გერმანიაში დააკავეს და რა ბედი ელის გოგელიანს

გერმანიის ქალაქ მიუნხენში 46 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ გიორგი (გია) გოგელიანი დააკავეს. მას გერმანიის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას ედავებიან. მას 30 დღეში ევროკავშირის ტერიტორიას დაატოვებინებენ.

აღსანიშნავია, რომ „კანონიერი ქურდს“ ქართველი სამარათალდამცავები ეძებენ.

საქართველოში გია გოგელიანს ბრალი დაუსწრებლად მიმდინარე წლის მაისში წარუდგინეს, მასთან კავშირში მყოფი 13 პირი კი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები სხვადასხვა ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ. ისინი ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ გერმანიაში მყოფ გოგელიანს, რომელიც კონკრეტულ დავადებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა.

„კანონიერ ქურდს“ საქართველოში ს 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.

ცნობისთვის: 46 წლის გია გოგელიანი „კანონიერ ქურდად“ 2000 წელიდან ითვლება.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა