თეგებით ძიება
09. 12. 2020 მსოფლიო

კოვიდ 19-ის დამარცხების მეოთხე იმედი- არაბეთში მიმდინარე კვლევებში ჩინურმა ვაქცინამ 86 %-იანი ეფექტურობა გამოავლინა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელთა თქმით, ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა გამოკვლევების შედეგად დასტურდება, რომ 86 %-ია. აღნიშნულ საკითხზე ჩინური კოვიდ 19-ის ვაქცინის შესახებ ეს პირველი საჯარო ინფორმაციაა.

საამიროების ტერიტორიაზე, აბუ დაბისა და დუბაიში, სადაც ჩინური სახელმწიფო ფარმაცეფტული კომპანია სინოფარმის მიერ წარმოებულ ვაქცინაზე კვლევები სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. ექსპერიმენტში სულ 125 ქვეყნის 31 000 მოხალისე მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 18-იდან 60 წლამდე მერყეობდა. მათ 28 დღის განმავლობაში ვაქცინის 2 დოზა მიიღეს.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვის მინისტრმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ სნიფარმის ვაქცინის მე-3 ფაზის კვლევის შედეგები უკვე გამოვლინდა. მისი თქმით, ანალიზმა დაადასტურა, რომ უსაფრთხოების შესახებ შემაშფოთებელ ცნობებს.

შეგახსენებთ, რომ სინოფარმის ვაქცინის გადაუდებელ და აუცილებელი გამოყენების ფარგლებში უკვე ოფიციალურად დამტკიცა რამდენიმე ქვეყანაში. კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ კლინიკური ცდების საბოლოო ეტაპი ამ დრომდე მიმდინარეობს 10 ქვეყანაში. მაროკოში მთავრობა აპირებს, რომ ზემოხსენებული ვაქცინით მოხდეს მოსახლეობის 80 %-ის აცრა.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 180 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 598 ფატალური აღმოჩნდა. ვირუსი 161 084-მა ადამიანმა დაამარცხა, ხოლო 18 468 ამ დრომდე ებრძვის ვირუსს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა