თეგებით ძიება
09. 12. 2020 მსოფლიო

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეულში ილონ მასკმა წინ წაიწია და მეორე ადგილი დაიკავა

Forbes-მა მილიარდერების სიის დეკემბრის მონაცემები გამოაქვეყნა. Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით ნოემბერთან შედარებით, SpaceX და Tesla ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ორი ადგილით ზევით აიწია და მეორე ადგილი დაიკავა.

Forbes–ის მონაცემებით, 2020 წლის 9 დეკემბრისთვის მასკის ქონება 1.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 144.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 2020 წელს Tesla-ს აქციების ზრდამ 670%-ზე მეტი შეადგინა და მასკის საკუთარი კაპიტალი 27 მილიარდი დოლარიდან 155 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

პირველ ადგილს სიაში Amazon.com Inc.–ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი იკავებს. მესამეზეა ბილ გეითსი, მეოთხეზე - ბერნარ არნო, ფრანგი ბიზნესმენი, Louis Vuitton Moët Hennessy-ის კომპანიათა ჯგუფის პრეზიდენტი, მეხუთეზე მარკ ცუკერბერგი. შემდეგ მოდიან: უორენ ბაფეტი, მსოფლიოს ერთერთი მსხვილი ინვესტორი; მეშვიდე და მერვე ადგილზე არიან Google-ს თანადამფუძნებლები ლარი ფეიჯი და სერგეი ბრინი (რუსეთში დაბადებული და 1979 წელს აშშ-ში ემიგრირებული ებრაელი ბიზნესმენი); სტივ ბალმერი, Microsoft-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და ინდოეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი მუკეშ ამბანი, Reliance Industries-ის მფლობელი.

როგორც ხედავთ, პირველ ათეულში 7 ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელია.



წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა