თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე: პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ასევე მანდატებს შეუწყვეტს იმ დეპუტატებს, ვინც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

„ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათ მიერ განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები“, – განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა