თეგებით ძიება

ახალ პარლამენტში არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც საარჩევნო უბნებს გადათვლის და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

ამასთან, როგორც კობახიძე აცხადებს, გადახრის გამოვლენის შემთხვევაში ის პოლიტიკურ საქმიანობას შეწყვეტს.

„პირველივე შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწვალელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარალამენტო პარტიები ჩართული იქნებიან ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება, თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩვენებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“,- განაცხადა კობახიაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა