თეგებით ძიება
09. 12. 2020 მსოფლიო

ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების გაფრთხილება "ადამიანემა, რომლებსაც ალერგიული რეაქციის ისტორია აქვთ, კოვიდ 19-ის ვაქცინა არ უნდა მიიღონ"

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა სერიოზული ალერგიული ისტორიის მქონე ადამიანები გააფრთხილეს, რომ ამჟამად არ უნდა მიიღონ Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის ვაქცინები. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამსახურის ორ თანამშრომელს, რომლებმაც ვაქცინა მიიღეს, ალერგიული გართულებები დაუფიქსირდათ. ამის შესახებ წერს ბრიტანული მედია, TELEGRAPH-ი.

ჯანდაცვის უწყების მუშაკებმა Pfizer-ის ვაქცინა სამშაბათს მიიღეს და ერთ დღეში ალერგია განუვითარდათ. ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებამ ზემოხსენებული ფაქტის შესახებ აცნობა ვაქცინაციის თითოეულ ცენტრს, რომლებიც ფუნქციონირებენ ქვეყანაში და მოუწოდეს თითოეულ ადამიანს, რომელთაც ალერგიული რეაქცია ახასიათებთ, არ მიიღონ ვაქცინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე სამედიცინო მუშაკის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიის თქმით, ორ მედიცინის წარმომადგენლებს, რომელთაც Pfizer-ის ვაქცინა მიიღეს, განუვითარდათ ანაფილაქსური შოკი, რაც გულისხმობს ორგანიზმის უსწრაფეს ალერგიულ რეაქციას, რომელიც შესაძლოა ფატალურადაც კი დასრულებულიყო.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა