თეგებით ძიება

საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შეძლეს.

დიპლომატის თქმით, მხარეთა შორის ოთხი რაუნდის შედეგი სწორედ ეს არის.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით" - უთხრა მედიას დიპლომატმა.

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ პარლამენტის გახსნამდე შეთანხმებას მიაღწევენ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისფლებას "ოცნება" არ თანხმდება.

ფასილიტატორი ელჩების ნაწილებით ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მორიგი - მეხუთე რაუნდი ხვალ გაიმართება.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა