თეგებით ძიება
10. 12. 2020 მსოფლიო

თურქეთმა რუსეთის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის ვაქცინის შესყიდვაზე უარი განაცხადა

თურქეთმა გადაიფიქრა და უარს აცხადებს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შესყიდვაზე, რის მიზეზადაც სახელდება ის ფაქტი, რომ იგი არ შეესაბამება სტანდარტულ ლაბორატიულ პრაქტიკას- ამის შესახებ განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ.

“პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს სათანადო ლაბორატორიული კვლევა, რის გამოც იგი ჩვენს ინტერესს მიღმა აღმოჩნდა“ - განაცხადა ქოჯამ თურქულ მედიასთან საუბრის დროს.

თურქულ ჯანდაცვის უწყებას კოვიდ 19-ის მწარმოებელ კომპანია გამალეის ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ ვაქცინა “SPUTNIK V”-ს მიენიჭა რუსული „მინპრომტორგის“ სერთიფიკატი, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იგი ყველა წესის დაცვითაა წარმოებული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო და კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსულ პრეპარატს უკვე ბევრი მსურველიც გამოუჩნდა- იგეგმება დამატებითი საწარმოო ხაზის გახსნა ინდოეთშიც.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა