თეგებით ძიება
10. 12. 2020 მსოფლიო

ტვირთების გადამზიდი ხომალდების ისტორიაში უპრეცედენტო დანაკარგი- ქარიშხალმა გემიდან 1816 კონტეინერი ჩამოაგდო

სატვირთო გემმა, მას შემდეგ რაც იაპონიაში მიმავალ მარშრუტზე ქარიშხალში მოხვდა, 1816 კონტეინერი დაკარგა- ძლიერი ტალღების ფონზე ხომალდს დიდი რაოდენობით ტვირთი გემბანიდან გადაუვარდა და ზღვაში ჩავარდა. საკონტეინერო ხომალდი, ONE APUS-ი ნავსადგურ კობში 8 წყნარი ოკეანის წყლებში 8 დღიანი მოგზაურობის შემდეგ შევიდა. ამჟამად ზარალის დადგენის მიზნით გამოძიება და შემოწმერბა მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გემი ჰავაის ჩრდილოეთით, 1600 საზღვაო მილის მოშორებით მოხვდა შტორმში. როგორც ირკვევა, ხომალდს ქარიშხლის დროს 15 მეტრიანი ტალღები ეჯახებოდა ინტენსიურად. ექსპერტების შეფასებით, ეს დანაკარგი, რაც აღნიშნულ კონტეინერის გადამზიდ გემს მიადგა, უპრეცედენტოა ტვირთგადამზიდი ხომალდების ისტორიაში. გემის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მცურავი საშუალების ტექნიკურ გაუმართაობას, ან ეკიპაჟის გამოუცდელობას აღნიშნულ ინციდენტთან კავშირი არ გააჩნია.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა