თეგებით ძიება
10. 12. 2020 მსოფლიო

კოვიდ-19 და სექსი - ვირუსის გავრცელებას შესაძლოა სპერმამაც შეუწყოს ხელი- ბრიტანელი მედიცინის ექსპერტი

ბრიტანული გამოცემა, DAILYMAIL-ის სენსაციურ სტატიას აქვეყნებს კოვიდ 19-ის სპერმით გადაცემასთან დაკავშირებით. განაყოფიერების ბრიტანელი ექსპერტების აზრით, მსგავსი შემთხვევის გამორიცხვა არ შეიძლება, პირიქით ეს ძალზე ადეკვატური და შემაშფოთებელი რეალობაა.

მეცნიერთა მიერ ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რომლითაც კოვიდ 19-ის ნაწილაკების არსებობა დადასტურდა მამაკაცის სათესლე ჯირკვლებში, რაც სავსებით რეალურს ქმნის საფრთხეს იმის შესახებ, რომ უსიმპტომო კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა სექსის დროს სპერმით გადასცეს პარტნიორს კორონავირუსული ინფექცია.

ცნობილია, რომ კოვიდ 19 ადამიანის უჯრედებში შესასვლელად იყენებს თავის ACE2 ცილას, რომელიც ხშირად ეკრობა ადამიანის რესპირატორულ ტრაქტს, გულს, სისხლძარღვებს, ღვიძლს, თირკმელს და აგრეთვე სათესლე ჯირკვლებს. კვლევების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი სათესლე ჯირკვლებში ხვდება ძალზე ზიანდება მამაკაცის რეპროდუქციის უნარი.



წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა