თეგებით ძიება

მოულოდნელად ჩაშლილი შეხვედრა "მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის გადადება ენმ-ს ინიციატივით არ მომხდარა"

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის გადადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით არ მომხდარა. აღნიშნულ განცხადებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი აკეთებს.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებების ფონზე მოლაპარაკებების გადადება, ბუნებრივია.

"როცა ოპოზიციას ეუბნები დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ამავდროულად მთავარ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ემუქრები, ეს ტერორია. შესაბამისად, ამ განცხადებების ფონზე მოლაპარაკებების გადადება, ბუნებრივია.

ვისი ინიციატივით გადადიო ამას ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივით არ გადადებულა", - აღნიშნა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა