თეგებით ძიება

ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ აპირებს

„გირჩის“ ლიდერი არ გამორიცხავს, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში პარლამენტში არ შევა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის ალბათობა დაბალია.

„ფორმალურად გირჩი გავიყავით, პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაა, მე რამდენადაც ვიცი ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან ოპოზიციასთან და შესაბამისად მაქვს მოლოდინი რომ სიას ჩახსნიან. მე ინდივიდუალურ განცხადებას დავწერ მაშინვე, როცა პროცედურულად ამის დრო იქნება. თუ ჩაინიშნება შემდეგი რაუნდი და რამე შეთანხმება შედგება მაშინ არის შანსი პარლამენტში შესვლის, თუმცა ალბათობა ძალიან დაბალია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ის არ მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციის ღონისძიებაში, რომელიც 11 დეკემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად უნდა გაიმართოს.

„ოპოზიციას რაღაც ცერემონია ჰქონდა დაგეგმილი, რაღაც დოკუმენტზე უნდა მოეწერათ ხელი. მე ამაში არ ვმონაწილეობ, იმიტომ რომ ბევრჯერ მაქვს ასეთ დოკუმენტებზე ხელი მოწერილი. არ მგონია ბოიკოტს ჩემგან რამე მტკიცებულება სჭირდებოდეს დამატებით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.

მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობისა, ჩაშალონ მოლაპარაკებები, მხარეები შეთანხმდებიან.

ოპოზიცია კი მოთხოვნებს არ ცვლის. ისინი, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ. მოლაპარაკების ჩაშლისა და საბოტაჟის სურვილში ამხილა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველო“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა