თეგებით ძიება

პოლიტსაბჭოს სხდომა "სტრატეგია აღმაშენებელში" - ჩაიხსნება თუ არა პარტიის საპარლამენტო სია?

"სტრატეგია აღმაშენებელს" ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საპარლამენტო სიის ჩახსნაზე. პარტია პოლიტსაბჭოს ფორმატში შეხვედრას მართავს, მისი დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდება, მიმართავენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გაუქმებაზე.

"გადაწყვეტილებებს ვიღებთ გიორგი ვაშაძე და მე და არა პაატა მანჯგალაძე. იმედი მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მე აქ იმისთვის მოვედი, რომ დავარწმუნო ისინი, ვინც ყოყმანობს სიის ჩახსნაზე" - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

"სტრატეგია აღმაშენებელმა" 31 ოქტომბერს ამომრჩეველთა ხმების 3, 15% მიიღო, რაც ოთხი საპარლამენტო მანდატის ტოლია.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა