თეგებით ძიება

დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით სიებს, უარს ვამბობს მანდატებზე - ვაშაძე

პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, გიორგი ვაშაძის განაცხადებით მისმა პოლიტიკურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება და “სტრატეგია აღმაშენებელი” ერთსულოვნად უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

“ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენ სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ ბოიკოტს. მეორე მხრივ მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. სიტუაცია ძალიან მძიმეა და ხვალ რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ პირიქით უზარმაზარი პრობლემა და ქართული დემოკრატიის მარცხი და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“სტრატეგია აღმაშენებელს” 4 საპარლამენტო მანდატი აქვს. პროპორციული სიით პარლამენტში უნდა შესულიყვნენ გიორგი ვაშაძე, თამარ ჩარკვიანი, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა