თეგებით ძიება

მათ აირჩიეს ელისაშვილის გზა, მოლაპარაკებების გაგრძელებასთან მანდატი არაფერ შუაშია - ხაბეიშვილი რესპუბლიკურ პარტიაზე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მანდატებზე უარი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თქვას, მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის "გზა" აირჩია.

"ბლოკმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, რესპუბლიკელებმა ამ შემთხვევაში აირჩიეს ელისაშვილის გზა. მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რადგან არ შეიძლება მათი შეცდომაში შეყვანა. მოლაპარკებების გაგრძელება-არგაგრძელებასთან საპარლამენტო მანდატი არაფერ შუაშია. ის, რომ ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელდება. ეს ტყუილია", — განაცხადა ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, თუმცა მოპოვებულ 2 მანდატზე უარს მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იტყვიან.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა