თეგებით ძიება

თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, მათ შორის პატრიარქს, რაც სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება - პრეზიდენტი

საქართვეოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომაზე ამ წუთებში სიტყვით გამოდის. ზურაბიშვილმა განაცხადა , რომ ქვეყანა დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელია, მაგრამ კიდევ გვჭირდება ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდასხმა ხდება შემდეგ ინსტიტუებზე: ჯარი, პოლიცია, პარლამენტი, სასამართლო და პრეზიდენტი.

მისი თქმმით, პატრიარქზე თავდასხმა ჩვენი სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება

"სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები. დღევანდელი თავდასხმა ყველა ინსტიტუტზე, რომელიც ჩვენი იდენტობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობის ღერძი და ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია, არის სახელმწიფოსთვის დესტრუქციული.

ეს ინსტიტუტებია, პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა, ჩვენი ეკლესია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გადაარჩინა ქართველი ერის იდენტობა და ერთიანობა, გზა გაუხსნა დამოუკიდებლობას. მათი დისკრედიტაცია ჩვენი სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.



წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა