თეგებით ძიება

" თოვდა და თბილისს ებურა თალხი..." - არმაზ ახვლედიანმა დეკემბერი-2020 თებერვალი-1921-ს შეადარა

"ევროპული საქართველოს" წევრი , არმაზ ახვლედიანი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იმყოფება და მემორანდუმზე ხელისმოწერის რიტუალში მონაწილეობს, რითაც ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარს ამბობენ. მან ერთმანეთს შეადარა 2020 წლის დეკემბერი და 921 წლის თებერვალი. მისი თქმით, დღეს თბილისის შემოგარენში ჩამოთოვა, რაც, მისი აზრით, სიმბოლურია, რადგან კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი გაახსენდა.

"სუსხიანი დილაა, არა? თბილისის შემოგარენში კი ჩამოთოვა... სიმბოლურია, მაგრამ დღეს ყველაზე ნათლად მახსენდება კოლაუ ნადირაძის ლექსი, რომელიც ყველამ ზეპირად იცით: "თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი", მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ, მჯერა, საქართველოს ხერლახლა გასაბჭოებას არ დავუშვებთ", - ამბობს არმაზ ახლვედიანი.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა