თეგებით ძიება

ელისო ბოლქვაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიას დარჩება როგორც უნიკალური პიროვნება

„ქართული ოცნების“ წევრი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიას დარჩება როგორც უნიკალური პიროვნება.

ბოლქვაძის თქმით, ეს მისი შეხედულებაა და თავის აზრს არავის ახვევს.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც დარჩება საქართველოს ისტორიას როგორც აბსოლუტურად უნიკალური პიროვნება, მეცენატი და ადამიანმა, რომელმაც გადაარჩინა საქართველო.
მე არ ვახვევ ამას თავს არავის, მაგრამ მაქვს უფლება ჩემი აზრი მქონდეს. მისი დიდი პატივისცემით მე ვარ დღეს აქ“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე რატომ არ ესწრება ბიძინა ივანიშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომას? ბოლქვაძე აცხადებს, რომ არ იცის.

„ამაზე პასუხი არ მაქვს“, - დასძინა ბოლქვაძემ.


წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა