თეგებით ძიება

გრიგოლ ვაშაძე თანაპარტიელებს გაემიჯნა? – ოპოზიციის მემორანდუმზე პარტიის ლიდერის ხელმოწერა არ არის

ოპოზიციამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ისინი პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ, თუმცა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ამ ღონისძიებას არ ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და არც მემორანდუმისთვის მოუწერია ხელი.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რატომ არ იყო გრიგოლ ვაშაძე ხელმოწერის ცერემონიაზე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მას თანაპარტიელებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს?

ნაციონალურ მოძრაობაში გვითხრეს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რატომ არ მივიდა შეკრებაზე გრიგოლ ვაშაძე.

„უნდა ყოფილიყო. არ ვიცი, რატომ არ არის. პარტია წარმოდგენილია სხვა წევრების სახით. მათ შორის, აქ გახლავთ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია“, – აცხადებენ ვაშაძის პარტიაში.

ემიჯნება თუ არა ნაციონალების ლიდერი თანაპარტიელების პოზიცია? – ამკითხვით მივმართეთ ბლოკ „ენმ – ძალა ერთობაშია“-ს წევრს, ბაჩუკი ქარდავასაც:

„გუშინდელ დღემდე ასე არ იყო. ბატონი გრიგოლი უნდა მოსულიყო. ალბათ რამე სხვა პრობლემა აქვს“, – განუმარტა „პრაიმტაიმს“ ქარდავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა