თეგებით ძიება

მიყვარს სალომე ზურაბიშვილი, სიამოვნებით გავატარებდი მასთან ერთ საღამოს – ნიკა მელია

მე მიყვარს ქალბატონი ზურაბიშვილი მსგავსი განცხადებების გამო, მართობს და მახალისებს, – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში განვითარების შესახებ.

„მე მიყვარს ქალბატონი ზურაბიშვილი მსგავსი განცხადებების გამო, მართობს და მახალისებს. ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად, ერთ საღამოს სიამოვნებით გავატარებდი რომელიმე კაფეში, ფინჯან ყავაზე. ბევრს ვეტყოდი, ბევრ კითხვას დავუსვამდი“, – განაცხადა მელიამ ტელეკომპანია “ტვ პირველთან”.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა ერთ წრეზე ბრუნავს, რაც უნდა დასრულდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა