თეგებით ძიება

გუბაზ სანიკიძე: იდიოტებისა და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა, დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა

იდიოტებისა და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა, რო დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, მაშინ ბერკეტი აღარ ექნებოდა, ახლა კი ბერკეტი აქვთ, რომელსაც ჰქვია ქუჩა.

„ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, ბერკეტი მაშინ აღარ ექნებოდა, ახლა ბერკეტი გვაქვს. ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა. ისევ იდიოტებისთვის და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა. დემოკრატია დაიბადა ათენის და რომის ქუჩებში - ეს იდიოტებისთვის, ხელისუფლების მეხოტბეებისთვის - დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. დიდი სიამოვნებით „ქართული ოცნების” დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოსთან დაკავშირებით. ოპოზიციამ დღეს მოიპოვა ძალიან სერიოზული ტაქტიკური გამარჯვება იმიტომ, რომ თვენახევრის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ყველა ადამიანური სისუსტე იმ კორპუსის მიმართ, რომელიც არის ოპოზიციაში, მაგრამ ფაქტი სახეზეა პირველი სესია მეათე პარლამენტმა გახსნა ცალფეხამ და ხეიბარმა”, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა