თეგებით ძიება

,,ძალიან უცნაური ვირუსია, ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუსწავლელია\'\' - ბიძინა კულუმბეგოვი

„ძალიან უცნაური ვირუსია, ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუსწავლელია“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კოვიდ 19-ის ვირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

ექიმის თქმით, იმუნური სისტემის გაჯანსაღების უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა.

„არსებობს კვლევები, მაგალითად, ემორის უნივერსიტეტის, სადაც ჩანს, რომ გარკვეულმა კატეგორია ადამიანებმა განსაკუთრებით მძიმე ფორმის და საშუალო სიმძიმის გადატანის შემდეგ, მათ ორგანიზმში დაიწყო აუტოიმუნური ანუ ჩვენი ორგანიზმის უჯრედების მიმართ ანტისხეულების სინთეზი.

ეს ძალიან უცნაური ვირუსია. ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუსწავლელია. ვიცით აქვს მას ფილტვის დაზიანება, კუაგულოპათიის რისკი, ასეთი ტიპის ვირუსი მეორე არ არსებობს დედამიწაზე მსგავსი დაზიანების თვალსაზრისით და მრავალფეროვნების.

მთავარი რაც ჩვენს ჯანმრთელობაში შეგვიძლია კონტრიბუცია და წვლილი შევიტანოთ, გახლავთ ის, რომ ეს ინფექცია არ უნდა დაგვემართოს. თუმცა მესმის, რომ ინფექციის მასობრივი გავრცელების პირობებში ძალიან რთულია ადამიანებმა ამ ინფექციასთან შეხვედრა აირიდონ. ამისთვის მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ ნიღაბი უნდა ვატაროთ სწორად, თავშეყრის ადგილებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რასაკვირველია ხელი ხშირად უნდა დავიბანოთ.

იმუნური სისტემის გაჯანსაღების უნივერსალური მეთოდი არ გვაქვს, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ იმუნიტეტს ძალიან უხდება ფიზიკური აქტივობა, თუნდაც ფეხით სიარული, სწორი ბალანსირებული კვება, ძილის მოწესრიგება, სიგარეტზე თავის დანებება და ალკოჰოლის ჭარბი არ მოხმარება“, - აცხადებს კულუმბეგოვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა