თეგებით ძიება

"კობახიძის ტყუილი და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა" - გიგაურიის თქმით, TI-ის PVT არ ჩაუტარებია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღანელი, ეკა გიგაური ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს და მმართალი პარტიის სპიკერის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

კობახიძე ირწმუნება, რომ არჩევნების PVT - პარალელური დათვლა სამართლიან არჩევნებთან ერთად TI-მაც ჩაატარა, თუმცა, ვინაიდან მისი შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვა, არ გაასაჯაროვა.

"PVT საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს არ ჩაუტარებია, ამიტომ სანამ მოაწყობენ ბრიფინგებს, კარგი იქნება, ეს ინფორმაცია გადაემოწმებინათ. ეს არის ტყუილი და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი ორგანიზაციის და არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორის". - თქვა გიგაურმა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები ქართული ოცნების პირობებში.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა