თეგებით ძიება

"ოცნება" თავისუფალი მედიის განეიტრალებას იწყებს: გვარამიას წინააღმდეგ წამოწყებული საქმე - ვინ იქნება შემდეგი?

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივი დევნის საკითხს ოპოზიცია თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ რეპრესიებად და ზეწოლად აფასებს.
მთავრობის ოპონენტების განცხადებით, გვარამიას წინააღმდეგ საქმის წამოწყება მხოლოდ დასაწყისია და ივანიშვილი შემდეგ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგაც გაილაშქრებს:

"ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ნიკა გვარამიას დაშინება შეუძლებელია. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ეღობება მას", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ივანიშვილი ცდილობს, თუ ნიკა გვარამიას გაანეიტრალებს, გაანეიტრალებს ამით თავისუფალ მედიას, "მთავარ არხს" და გაუადვილდება იმავე ზრახვების განხორციელება ქვეყანაში, რასაც აქამდე აკეთებდა. გერმანიის ელჩი დაახლოებით ისე იქცევა, როგორც ნაცვლიშვილი-ივანიშვილის კარზე. ლაშა ნაცვლიშვილია, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი, რომელმაც დაკარგა განცდა, რომ ის არის დიპლომატი, არის ელჩი და არის დაქირავებული მონა ივანიშვილის კარზე", - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" გენერალურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

თავად გვარამია ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს გულგრილობაში ადანაშაულებს, რადგან ძალადობასა და შანტაჟზე ისინი თვალს ხუჭავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ახალ წლამდე დაიწყება და მას ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა