თეგებით ძიება

"რუსულმა ოცნებამ არჩევანი მოიპარა" - სირცხვილის კორიდორები და ოპოზიციის აქცია აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის პარალალურად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. "რუსული ოცნებით“ დაკომპლექტდა და მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს"- ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები.

ცნობილია, რომ დღეს პარტიები სიებს ჩახსნიან.

"31 ოქტომბერს „რუსულმა ოცნებამ“ არჩევანი მოიპარა. ჩვენ ხალხის ერთგული დავრჩით და არ ვაპირებთ რუსულ კომუნისტურ უმაღლეს საბჭოში შესვლას. დღეს პარტიულ სიებს ჩავხსნით და ამისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მივმართავთ. როგორც კი სიას ჩავხსნით, ყველა დეპუტატი დატოვებს მანდატს",- განაცხადა ბაგრატიონმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატები უკვე აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფებიან. თავის მხრივ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის განცხადებები არასერიოზულია და ამბობენ, რომ "ქართული ოცნებისთვის" პრიორიტეტი არის რეგიონის ეკონომიკის გაძლიერება.

"დღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავირჩევთ. ასევე ოპოზიციის სიებზე და განცხადებებზე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არასერიოზულობის პიკია და ყოველგვარ რეალობას ცდება. მათი მხრიდან ელჩებზე თავდასხმები ხდება",- აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

ადგილზე სამართალდამცავთა უპრეცენდენტოდ დიდი მობილიზებაა. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებმაც ნადვის ურნები მიიტანეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა