თეგებით ძიება

"კიბო მაქვს, დღეს ან ხვალ უნდა მოვკვდე, სად დავტოვო შვილები?" - მერია ათობით მოსახლეობას ახალი წლის წინ საცხოვრებელს უნგრევს

ხმაურია ამ წუთებში აფრიკის დასახლებაში, ფიზიკის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე თბილისის მერიის თანამშრომლები მძიმე ტექნიკით გამოჩნდნან და უკანონო მშენებლობის დანგრევა დაიწყეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ახალ წელს ღია ცის ქვეშ შეხვდებიან.
ადგილი ჰქონდა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც.
"კიბო მაქვს ხალხო, წასასვლელი არ მაქვს... მოვიდეს ის მთავრობა და უყუროს რა ხდება. დღეს ან ხვალ უნდა მოვკვდე, სად დავტოვო შვილი"- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა