#შენთანვარ - სურპრიზი გარემოვაჭრეებს სოციალური ჯგუფის აქტივისტებისგან
#შენთანვარ - საქველმოქმედო ჯგუფი, რომელიც ფეისბუქის სივრცეში ცოტა ხნის წინ შეიქმნა და 12 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, უკვე არაერთი ოჯახის გახარება შეძლო და იმ ადამიანებს, ვისაც ახლა სჭირდება, დახმარება აღმოუჩინა საკვებით, ტანსაცმლითა თუ სხვადასხვა საჭირო საშუალებებით.
ბარბარობა დღეს ჯგუფის წევრებმა სურპრიზი მოუწყვეს გარემოვაჭრეებს და მათ ცხელი ჩაით და ლობიანებით გაუმასპინძლდნენ.
"დღეს ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ ანა სამუშია, Likusha Qantaria გარემოვაჭრეებს გავმასპინძლებოდით ცხელი ჩაით და ლობიანებით.
მიხარია, რომ ეს იდეა გამოგვივიდა და ორმოცდაათამდე ადამიანი გავათბეთ და გავახარეთ. რამხელა ემოციებია ამ ფოტოებზე თვითონ ნახავთ. ხალხი ქუჩაში გვაჩერებდა და ეგონათ, რომ რომელიღაც პარტიამ ან ორგანიზაციამ დაგვავალა რამე.
უბრალო სიკეთეები რომ არ გაგვიკვირდება ისეთი საქართველო მინდა გვქონდეს.
მადლობა რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება Guram Sherozia.
#ერთადყველაფერიმარტივია", - წერს სოციალურ ქსელში ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორი და სამოქალაქო აქტივისტი სალომე სამუშია.
სოციალურ ქსელში დეტალურად გაეცნობით ჯგუფის აქტივობას #შენთან ვარ