თეგებით ძიება

"ახლა ეს ტრაგედია, მანამდე ასეულობით დაღუპული ბაღდათში, ვიღაც უნდა მიხვდეს, რომ ქუთაისი-ბაღდათის გზა არის სასაკლაო" - მესხიშვილი

ვიღაც უნდა მიხვდეს, რომ ქუთაისი-ბაღდათის გზა არის სასაკლაო - ასე ეხმაურება Facebook-ზე ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ავტოავარიას, რომელსაც დედ-მამა და არასრულწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ.
"რამდენიმე კვირის წინ ერთი ოჯახის 5 ადამიანი დაიღუპა, ახლა ეს ტრაგედია. მანამდე კიდევ ასეულობით დაღუპული ბაღდათში. ვიღაც უნდა მიხვდეს, რომ ქუთაისი-ბაღდათის გზა არის არა თუ შავი წერტილი, არამედ სასაკლაო და გასატარებელია უსაფრთხოების ღონისძიებები. ნახეთ საიმედოს სასაფლაო, სავსეა ამ გზაზე დაღუპული ახალგაზრდებით" - წერს მესხიშვილი.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა