7 მარტივი წესი, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
იმედია, არასოდეს დაგჭირდებათ, მაგრამ ექსტრემალურ ვითარებაში მოქმედების წესების ცოდნა მაინც აუცილებელია. იმისთვის, რომ მოსალოდნელი საფრთხისგან თავი დაიცვათ, რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
1. ყოველთვის თან იქონიეთ ფული, მობილური ტელეფონი და გასაღები.
საფრთხის შემთხვევაში, ეს სამი რამ სიტუაციის შეცვლაში დაგეხმარებათ.
2. ითხოვეთ პატიება, თუ ვინმეს სიარულის დროს შემთხვევით დაეჯახეთ.
ეს შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თქვენ არ იცნობთ ადამიანს, რომელსაც დაეჯახეთ და არ იცით, როგორი ინება მისი რეაქცია. უბრალო ბოდიშმა შეიძლება ვიღაცის რისხვისგან გიხსნათ.
3. ყოველთვის ეცადეთ გაარკვიოთ, სად მდებარეობს შენობიდან გასასვლელი.
თუ თქვენ მოხვედით კონცერტზე, თეატრში ან სავაჭრო ცენტრში, უნდა გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ შენობის დატოვება და ეს პარანოია არ არის. საგანგებო ვითარების შემთხვევაში, გეცოდინებათ რომელი მიმართულებით უნდა წახვიდეთ, რაც თქვენს გადარჩენის შანსებს გაზრდის!
4. გარშემო მიმოიხედეთ.
ოდესმე ქუჩაში ან მეტროს ვაგონში საეჭვო ადამიანი თუ დაგინახავთ? საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველთვის გარშემო უნდა მიმოიხედოთ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, არის თუ არა ახლომახლო ადამიანი, ვისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ.
5. თვითმფრინავში ყოფნის დროს, შეეცადეთ გამოთვალოთ, რამდენად დაშორებულია თქვენი ადგილიდან საგანგებო გასასვლელი.
იმედია, ამის ასეთი პრაქტიკა არასოდეს დაგჭირდებათ, თუმცა, საფრთხის შემთხვევაში, ეს შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. თუ მოულოდნელად საგანგებო შუქი აინთო, ზუსტად გეცოდინებათ სად ხართ!
6. თავი ასწიეთ და თავდაჯერებულად იარეთ.
თუ ქუჩაში მარტო ხართ და მოგეჩვენათ, რომ თქვენს სიახლოვეს საფრთხეა, შეიძლება, ინსტიქტურად თავი დახაროთ და უფრო სწრაფად წახვიდეთ. ამან ვიღაცისთვის შეიძლება უფრო იოლ სამიზნედ გაქციოთ. ასწიეთ თავი და პერიფერიული მხედველობა გამოიყენეთ, რომ სიტუაცია აკონტროლოთ.
7. კარის ნაცვლად, გახსენით ფანჯარა
თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანა წყალში აღმოჩნდა, ყველაზე სასარგებლო, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისა და მანქანაში მყოფებისთვის შეგიძლიათ, დაუყოვნებლად ფანჯრის გახსნაა. წყალი ავტომობილის სალონში ნელა ჩაედინება და თქვენ გარეთ გასვლას შეძლებთ. კარის გაღება არც კი სცადოთ - წყლის ზეწოლის გამო, ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია! თქვენ მხოლოდ ძვირფას დროს დაკარგავთ.