თეგებით ძიება

"იგეგმებოდა მისი გაწერა..." - ზუგდიდის საავადმყოფოს მე-4 სართულიდან პაციენტი გადახტა და გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონია ამბობს, რომ პაციენტი თავის ტვინის კეროვანი ტრავმის დიაგნოზით ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და რაიმე სახის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებოდა.

„მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო, იგეგმებოდა მისი გაწერა, თუმცა, ღამის საათებში მოულოდნელად გადახტა და სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. მკურნალობის პერიოდში პაციენტი იყო სტაბილური და რაიმე ფსიქიკური აშლილობის ეპიზოდები არ ჰქონია“, - აღინიშნა ორჟონიამ.


შს სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.
უწყებამ უნდა დაადგინოს რამდენად იყო პაციენტის უსაფრთხოება დაცული და მარტო იმყოფებოდა თუ არა პალატაში. დღეს აღნიშნულ კითხვას კლინიკაში არ უპასუხეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა