თეგებით ძიება

დანია საშობაოდ კარანტინს აცხადებს

კორონავირუსი დაუდასტურდა საფრანგეთის პრეზიდენტს. ემანუელ მაკრონი თვითიზოლაციაში გადავიდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

დღეს საფრანგეთში ნოემბრის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, მიუხედავად ამისა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები აქციაზე ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.

საშობაოდ კარანტინს აცხადებს დანია, ქვეყანაში დაიხურება ბიზნეს ობიექტების ძირითადი ნაწილი. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება.

ბოლო 24 საათში ინფიცირების ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა გამოვლინდა ბრაზილიაში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელმა 7 მილიონს გადააჭარბა.

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო კარანტინში გადავიდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მომავალ კვირას საჯაროდ ვაქცინაციას გეგმავს შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ლიდერი იქნება, რომელიც კორონა ვირუსის საწინაარმდეგო აცრას ჩაიტარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა