თეგებით ძიება

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ვერძის პირადი ცხოვრება ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ცხოვრების ფინანსური თვალსაზრისით მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები. შესაძლებელია კომპანიაში არსებული კრიზისის გამო, ხელფასის შემცირების შესახებ გაცნობონ. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ ახალი სამუშაო შეთავაზებები მოძებნოთ, რადგან სარეზერვო გეგმა ყოველთვის შესანიშნავი იდეაა.

კურო
გირჩევთ საკუთარ განწყობაზე იმუშაოთ. იმ ადამიანების მიმართ, რომელთა შეხედულებები თქვენსას არ ემთხვევა მეტისმეტად შეუწყნარებელი ხართ. ეცადეთ დღეს თქვენი აზროვნება დააბალანსოთ. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ თქვენ სხვა ადამიანებთან დამოკიდებულობის გამო გაფასებენ, ამიტომ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, ეცადეთ ნებისმიერი უხეშობისა და აგრესიისგან თავი შეიკავოთ.

ტყუპები
გაუფრთხილდით საკუთარ ენერგიას. გარდა იმისა, რომ ნელი ტემპით მოძრაობა მოგეწონებათ, იმის შემჩნევას ისწავლით, რაც აქამდე არასოდეს შეგინიშნავთ.
თქვენს ირგვლივ ახალი, საინტერესო ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებსაც პერსპექტიული იდეები აქვთ და თუ ენერგიას მეორეხარისხოვან პრობლემებზე დაკარგავთ, ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო ხდება.

კირჩხიბი
კირჩხიბებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბედნიერების ძიებაში შეიძლება წვრილმანებში დაიკარგონ. ზოგჯერ გიჭირთ იმის გადაწყვეტა, როდის თქვათ დიახ და როდის - არა. შეძლებისდაგვარად ეცადეთ პრობლემების თავიდან ასაცილებლად სწორი გზა აირჩიოთ. ნუ ჩაერევით ისეთ სიტუაციებში, რომლებიცთქვენ არ გეხებათ. ეს ის შემთხვევაა, როცა სიფრთხილე საუკეთესო არჩევანია.

ლომი
ნუ ინერვიულებთ თუ თქვენმა მცდელობამ სასურველი შედეგი არ მოგიტანათ. ნუ დაეყრდნობით მოლოდინებს, რომლებიც თავიდანვე გაზვიადებული იყო.
თუ საკუთარ ეგოს თქვენი ცხოვრების წარმართვის უფლებას მისცემთ, შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენი საყვარელი ადამიანები ბედნიერები იყვნენ, მათ ბედნიერებაზე პასუხისმგებელი არ ხართ. ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და მიეცით საშუალება, რომ საკუთარი გზა მონახონ.

ქალწული
ამ დღეს მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს შეიძლება გარკვეული სირთულეები შეხვდეთ და სასწრაფოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. გარშემო მყოფებში თქვენი ლიდერობის უნარები შეუმჩნეველი არ დარჩება. დროა, ახალ სოციალურ სტატუსზე იფიქროთ.

სასწორი
ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დროულად მიიღებთ, ასე რომ უახლოეს მომავალზე არ უნდა იდარდოთ. ისიამოვნეთ იმით, რასაც ახლა განიცდით და ნურავის მისცემთ უფლებას განწყობა გაგიფუჭოთ. მოამზადეთ რამე გემრიელი, მოინახულეთსაინტერესო ადგილი და საერთოდ, აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ. ამ დღეს ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა.

მორიელი
ყურადღება მიაქციეთ როგორ რეაგირებენ ადამიანები თქვენს ინიციატივებზე. უამრავ პრობლემას აიცილებთ, თუ დროულად გაიგებთ, რა არ მოსწონს თქვენს უფროსს და კოლეგებს. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში, თუ ის თქვენ არ გეხებათ და ნურც სხვებს მისცემთ უფლებას თქვენს საქმეებში ჩაერიონ. ვარსკვლავები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დაგეხმარებიან.

მშვილდოსანი
თქვენ ცხოვრების იმ ეტაპზე იმყოფებით, სადაც ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ იციან და ეს ძალიან უსიამოვნოა. გირჩევთ საკუთარი სიბრიყვის გამო არ გაანაწყენოთ ადამიანები, რომლებსაც თქვენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. მათ მოსაზრებას მშვიდად მოუსმინეთ და რჩევისთვის მადლობა გადაუხადეთ, შემდეგ კიისე იმოქმედეთ, როგორცთქვენი ინტუიცია გიკარნახებთ.

თხის რქა
ძვირფასო თხის რქებო, ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ უფრო მეტად იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. თბილად ჩაიცვლით და თავი შორს დაიჭირეთ დაავადებული ადამიანებისგან. ერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას და მეტი იმოძრავეთ. ასეთ შემთხვევაში მალე შეამჩნევთ,რომ უფრო ენერგიული და ხალისიანი გახდით. პირად ცხოვრებაში მდგომარეობა გამოსწორებისკენ მიდის. თუ სასიყვარულო ურთიერთობა გაქვთ, თქვენი კავშირი უფრო და უფრო მყარი და ჰარმონიული გახდება.

მერწყული
მშვენიერი დროა, რომ შეჩერებული პროექტები დაასრულოთ, მაგრამ ნუ გადაიღლებით. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და შეეცადოთ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ენერგიით დაიმუხტოთ. თქვენ ყველას უნდა დაუმტკიცოთ, რომ სანდო ადამიანი ხართ, რომელიც საკუთარ პირობას ასრულებს. ენდეთ საკუთარ თავს და ვარსკვლავები ხელს შეგიწყობენ.

თევზები
თევზისთვის პრინციპულობა ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ წარმატებულები იყვნენ როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა