თეგებით ძიება

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ქვეყნის მთავარი საშობაო ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ დღეს საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე მოსახლეობას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

„განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს შვილებს, პატარებს - სწორედ თქვენი ჟრიამული, თქვენი სიხარულით სავსე თვალები არის ის სასწაული, რომელიც ნებისმიერ დღეს დღესასწაულად აქცევს. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს.

ალბათ იცით ბავშვებო ამბავი ძალიან ლამაზ და მამაც გოგონაზე, რომელმაც სძლია უდიდეს ბოროტებას და პატარების მფარველად იქცა. დღეს ბარბარობაა და მინდა მოგილოცოთ. ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით.

პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ,არ მოგესმათ - ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, იცოდეს, რომ არ გვეშინია, არ დავნებდებით!

ეს საახალწლო განათებები, ეს ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო.

ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის პირობებში გვაქვს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. მაღალი რისკის გამო, საახალწლო სოფელი არ გაიხსნება, აღნიშნული თანხა კი, დედაქალაქში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების დახმარებას მოხმარდება.

საახალწლო კონცერტები თბილისშ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა