თეგებით ძიება

„ვივამედის“ კლინიკის უსაფრთხოების თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

„ვივამედიში“ დაჭრილი კლინიკის უსაფრთხოების თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, პროფესორ ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, დაჭრილს საკმოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა მზად არის, საგამოძიებო ორგანოებთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს.

„კლინიკის პაციენტის ოჯახის წევრებისა და დაცვის თანამშრომლების დაპირისპირების შედეგად, დაზიანებული დაცვის თანამშრომლის ოპერაციული ჩარევა დასრულებულია. ოპერაცია საკმაოდ რთული და მასშტაბური იყო, დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი დაფიქსირდა, ასევე აღინიშნებოდა ჰემორაგიული შოკი, ამჟამად პაციენტი გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში. ის სტაბილურ მდგომარეობაშია. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, საგამოძიებო ორგანოებთან ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ინციდენტის რეალური მიზეზი უცნობია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებს სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.

ამასთან, როგორც Imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა