ევროკავშირმა განაახლა ქვეყნების სია, რომელშიც სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებულია
ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების სიას გადახედა, რომლებისთვისაც რეკომენდებულია სამოგზაურო შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება.
სიაში რვა ქვეყანა დარჩა: ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ახალი ზელანდია და რუანდა, ხოლო მერვე ქვეყნისთვის – ჩინეთისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებულია ურთიერთგების პრინციპის საფუძველზე.
განახლებულ ჩამონათვალში აღარ მოხვდა ურუგვაი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების სია ივნისის ბოლოს გამოაქვეყნა. თავდაპირველად სიაში 15 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც იყო, თუმცა შემთხვევების მატების გამო ოქტომრიდან საქართველო სიიდან ამოიღეს.