თეგებით ძიება

მამუკა მდინარაძე: მინისტრების სახით ჩვენ გვყავს პროფესიონალი კადრები და ამ ეტაპზე პრემიერმა მათი ჩანაცვლების საჭიროება ვერ დაინახა

მინისტრების სახით ჩვენ გვყავს პროფესიონალი კადრები და, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრმა მათი ჩანაცვლების საჭიროება ვერ დაინახა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მთავრობის წევრებმა მწვავე პერიოდში​ კრიზის-მენეჯმენტი კარგად განახორციელეს. მინისტრების სახით ჩვენ გვყავს პროფესიონალი კადრები და, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრმა მათი ჩანაცვლების საჭიროება ვერ დაინახა. მე მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. პანდემიის პირველი ტალღა ისე გადავიარეთ, რომ პრაქტიკულად არ გაგვიგია. დღევანდელ ფონზე ამას ყველა ხედავს. პრაქტიკულად მინიმალური შეზღუდვების ფონზე, რითაც ვერც ერთი ქვეყანა ფონს ვერ გავიდოდა, ტენდენცია არის ძალიან პოზიტიური. კარგია, რომ ამას ემატება მოქალაქეების პასუხისმგებლობა და რამდენიმე თვის წინ ჩვენ ალბათ ვერც წარმოგვედგინა, რომ საქართველოში იქნებოდა დღიურად 5000 ინფიცირება და ჯანდაცვის სისტემა ამას გაუძლებდა. სხვადასხვა მიმართულებით არის სერიოზული ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში ექიმები დგანან გმირულად და ჯანდაცვის სისტემა ახერხებს ამ დატვირთვასთან გამკლავებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა