თეგებით ძიება

გიგი უგულავა: ბიძინამ ჩაიცვა მიშას პიჯაკი, იმიტომ გამოიყურება ასე სასაცილოდ

ჩვენ გვქონდა ასეთი სისტემა – ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც საბოლოო ჯამში შეჭამს დამოუკიდებელ მედიას, გადაყლაპავს სასამართლოს, პროკურატურას, ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუციას, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას და მიშას აცვია თავისი პიჯაკი თუ ის პიჯაკი ბიძინამ ჩაიცვა.

“2012 წელს ჩვენ გვყავდა მონოლითური ხელისუფლება, რომელმაც თავი მოაბეზრა და მოვიდა კაცი, რომელზეც 10-12 წლიანი ლეგენდა იყო შექმნილი, რომ ეს კაცი მოვა და ყველაფერს გააკეთებს. ოპოზიცია მანამდეც იყო, მაგრამ გამაერთიანებლის როლი ჰქონდა ბიძინას. მარტო ის არ იყო, რომ ჩვენ წინააღმდეგ იყო, არამედ ბიძინაში ალტერნატივა დაინახა ხალხმა. თქვეს, რომ მიშას მაქსიმუმი ნანახი გვაქვს. ჭორვილა ააშენა, სამება ააშენა, ეს ააშენა, ის ააშენა და მოდი ახლა ეს ვცადოთო.

2012 წლის შემდეგ სისტემა არ შეცვლილა. ჩვენ გვქონდა ასეთი სისტემა – ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც საბოლოო ჯამში შეჭამს დამოუკიდებელ მედიას, გადაყლაპავს სასამართლოს, პროკურატურას, ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუციას. ის ასეთი იყო. რა მნიშვნელობა აქვს?! მიშას პიჯაკი დიდი იყო, შესაძლოა ბიძინას პიჯაკი პატარაა, მაგრამ ბიძინამ აიღო და მიშას პიჯაკი ჩაიცვა. იმიტომ გამოიყურება ასე სასაცილოდ. მან ვერც სისტემა ვერ დაანგრია. სისტემის შეცვლა ხდება ახლა, უნდა მოხდეს. მათ შორის პირველი იქნება მაშინ, როდესაც პრ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა