თეგებით ძიება

გიორგი გახარია: ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით, დარწმუნებული ვარ, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში საუკეთესო მოსამართლე იქნება

„ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში“, - ამით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას გამოეხმაურა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი - გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით. სწორედ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში.

ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ბატონი გოჩა რამდენიმე თვეში შეუდგება ამ საპატიო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, ჩვენს გუნდში განაგრძობს საქმიანობას და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას“, - წერს გიორგი გახარია Facebook-ზე.

პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა