თეგებით ძიება

გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ვულოცავ თითოეულ საჯარო მოხელეს პროფესიულ დღეს და მადლობას ვუხდი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც პანდემიასთან ბრძოლის ურთულეს პროცესში მონაწილეობს და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, - ამ სიტყვებით ულოცავს გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი, კეთილსინდისიერი ყოველდღიური შრომით დროულად შევძლებთ კრიზისის გადალახვას და ქვეყნის სწრაფი განვითარების აქტიურად გაგრძელებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ საჯარო მოხელეებს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას ჩვენი ქვეყნის სამსახურში“ - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა