თეგებით ძიება

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ვერძი თავგადასავლების მოყვარულია, მაგრამ მისი რეალური მოთხოვნილება სიმშვიდე და სულიერი ჰარმონიაა. გირჩევთ მოვლენები არ დააჩქაროთ, რადგან უამრავი საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება დაუფიქრებელ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ. რამდენიმე საათიანმა დასვენებამ და ვითარების მშვიდად გაანალიზებამ შეიძლება სასწაულები მოახდინოს. ნუ აჩქარდებით. მიეცით მოვლენებს მშვიდად განვითარების საშუალება.

კურო
გირჩევთ ფული ძალიან ფრთხილად და წინდახედულად ხარჯოთ, რომ პრობლემები არ შეგექმნათ. ამ დღეს იმდენი ცდუნება გახვევიათ, რომ ფული შეიძლება ერთბაშად გაქრეს. თუ შესაძლებელია, გამოყავით გარკვეული, თუნდაც მცირე თანხა და შეინახეთ. მალე ეს ფული ძალიან დაგეხმარებათ. უარი თქვით იმპულსურობაზე და ეცადეთ საკუთარი თავი მეტად აკონტროლოთ.

ტყუპები
ტყუპებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ, რომ პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. სიყვარულს მეტი გამბედაობა სჭირდება, ამიტომ თამამად იმოქმედეთ, თუნდაც საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ იყოთ. საბოლოოდ, თქვენი ინსტინქტები სწორი მიმართულებით წაგიყვანთ და საყვარელ ადამიანთან ემოციურ სიახლოვეს იგრძნობთ. თუ მარტოხელა ხართ, ბედნიერების პოვნაში მხოლოდ თქვენი გამბედაობა და თავდაჯერება დაგეხმარებათ.

კირჩხიბი
კირჩხიბებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის კარგი შესაძლებლობა ექნებათ. მთავარია, ყოველგვარი შიში მოიცილოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
საკუთარ თავს და შესაძლებლობებს სათანად არ აფასებთ და თქვენი შიშიც აქედან მომდინარეობს. სინამდვილეში დაეჭვების საფუძველი არ გაქვთ.
წარუმატებლობის არ უნდა გეშინოდეთ, საშიში შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაა.

ლომი
ლომები აცნობიერებენ, რომ ბედნიერების მიღწევა ახლობლების გარემოცვაში უფრო ადვილია. გაატარეთ თავისუფალი დრო მათ გვერდით, ვინც მოგწონთ. დროა, დანიშნოთ რიომანტიკული ადამიანთან, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ. თუ შესაძლებელია, დროულად დაასრულეთ ყველა საქმე და გამონახეთ დრო საკუთარი თავისა და თქვენი სულისთვის. კარგ ადამიანებთან ურთიერთობა ენერგიით და ოპტიმიზმით აგავსებთ.

ქალწული
მშვენიერი დღეა მუსიკის მოსასმენად, მნიშვნელოვანი ადგილის მოსანახულებლად ან რომანის დასასრულებლად, რომელიც დროის სიმცირის გამო გადადეთ.
ეს თქვენთვის ექსპერიმენტების პერიოდია და ხელოვნებისადმი გამოვლენილი ინტერესი შეიძლება შესაბამისი ცოდნის დაგროვებით დაჯილდოვდეს.
კარგი დროა თქვენი ცოდნის გასაფართოებლად. ასე რომ, მალე ახლობლებთან განსახილველად მეტი თემა გექნებათ.

სასწორი
გამოიყურებოდეთ კარგად და ტრენდულად სასიამოვნოა, მაგრამ არ დაუშვათ, რომ გარეგანმა იერმა თქვენი შინაგანი ბუნება გადაფაროს. ბოლოს და ბოლოს ადამიანის ხასიათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნდით, რომ მნიშვნელოვან ადამიანებზე, რომლებთანაც რთულ სიტუაციაში მოქმედება მოგიწევთ, საჭირო შთაბეჭდილება მოახდინეთ.
არ შეგეშინდეთ, რომ საგნებს საკუთარი სახელი დაარქვათ, თუ გრძნობთ, რომ ვიღაც შენი მოთმინებით და სიკეთით სარგებლობს.
მორიელი
მორიელები ემოციურად „ავტოპილოტზე“ არიან. ასე ხდება, როდესაც ემოციების დამალვას ცდილობთ ან ვერ ღალატობთ იმას, რაც ემოციების მიღმა ხდება.
გირჩევთ ყურადღებით მოუსმინოთ შინაგან ხმას. შესაძლოა, ის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოცემას ცდილობს ან უკვე არსებობს ძველი პრობლემის გადაჭრის გზა, უბრალოდ საჭიროა მისი გაბედულად გაჟღერება.

მშვილდოსანი
მშვილდოსანს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული მომენტი, ერთგვარი გამოცხადება, რომელიც მის მსოფლმხედველობას მთლიანად შეცვლის. ეცადეთ საკუთარ ტავში გაერკვიოთ და დარწმუნდით, რომ ნამდვილად იცით რა გსურთ. და რაც მთავარია, ეცადეთ საკუთარი თავი სწორად შეაფასოთ. ნუ შეამცირებთ თქვენს შესაძლებლობებს.

თხის რქა
ამ დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ. ეცადეთ ყურადღება ჩვეულებრივზე მეტად გაამახვილოთ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე პირად საკითხებს ეხება. ვნება და წარმოსახვა თქვენი სიძლიერე მხარე გახდება და კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ, რომ საუკეთესო ხართ. რატომღაც საყვარელ ადამიანს ჰგონია, რომ ბოლო დროს მას ნაკლებ ყურადღებას აქცევთ, ამიტომ ამ მიმართულებით უნდა იმოქმედოთ და მდგომარეობა გამოასწოროთ.

მერწყული
ენერგიით სავსე ხართ და „მთების გადაბრუნება“ შეგიძლიათ. უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ მოაგვაროთსაქმეები, რომლებიც სახლს ეხება. შემდეგ კი ყურადღება სამუშაო დავალებებზე გაამახვილეთ. თქვენ პერფექციონისტი ხართ, ამიტომ ყველაფერი ზუსტად ისე განვითარდება, როგორც გეგმავდით. საღამოს საყვარელი ადამიანისგან უზარმაზარი სიურპრიზი გელით - მიიღებთ საჩუქარს, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით.

თევზები
თევზებისთვის ეს კარგი ამბების დღეა.უაღრესად საინტერესო მოვლენები გელით, განსაკუთრებით კარიერული ზრდისა და მატერიალური სარგებლის თვალსაზრისით. ნუ დაივიწყებთ, რომ პროფესიული ურთიერთობა საჭირო დონეზე უნდა შეინარჩუნოთ. ეს უახლოეს მომავალში ძალიან გამოგადგებათ.
თუ მარტოხელა ხართ, საღამოს საინტერესო სიურპრიზი და უნიკალური ადამიანის გაცნობა გელით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა