თეგებით ძიება

გიგი წერეთელი: მხოლოდ ხელისუფლების კომპრომისის შემთხვევაშია შესაძლებელი, გარკვეულ შედეგამდე მივიდეთ

მხოლოდ ხელისუფლების კომპრომისის შემთხვევაშია შესაძლებელი, გარკვეულ შედეგამდე მივიდეთ, თუ ქვეყანაში უფრო რთული ვითარების შექმნა არ გვსურს, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი.

„ყოველთვის არსებობს თეორიული შანსი, რომ შეთანხმება შედგეს. ამისთვის, სათქმელად მარტივი, მაგრამ შესასრულებლად რთული რამაა საჭირო - ესაა პოლიტიკური ნება და სურვილი. ამიტომ, ამჯერად, მაშინ, როცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ის არ ხურავს მოლაპარაკებების კარს, ხელისუფლებამ სათანადო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი, - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა გუშინ მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა