რეკრუტინგული და საკონსულტაციო კომპანია HumanR - როცა ცვლილებები HაეRივით გჭირდება
HumanR - 4 პროფესიონალისგან დაკომპლექტებული გუნდია, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებში HR პრაქტიკის დანერგვასა და განხორციელებაში.
TIA.GE HumanR-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, თეა მორბედაძეს კომპანიის საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
"ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა და კარიერული წინსვლის პროცესში, ბევრ ჩვენთაგანს საკუთარი ბიზნესის შექმნის სურვილი გვიჩნდება. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს თავდაჯერებულობის საფუძველს, იდეა ვაქციოთ რეალობად. წარმატების პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ საკუთარი ღირებულებების გაანალიზების შედეგად იწყება. იმის გაანალიზებით, თუ რა მიზანი გაქვს, საით მიდიხარ და რატომ.
HR-ის როლი დღევანდელ ბიზნეს სამყაროში უფრო და უფრო იზრდება. სწრაფად ცვალებად, თანამედროვე გარემოში ბევრი ორგანიზაცია საუბრობს მუშაობის ჰიბრიდული მოდელის შემოღებასა და შენარჩუნებაზე, რაც სტრატეგიული მენეჯმენტის კარგ ცოდნასა და ხანგრძლივი პერსპექტივების სწორად დასახვას გულისხმობს.
ბუნებრივია, ადამიანური კაპიტალის სწორად მართვისა და განვითარების კუთხით, ორგანიზაციაზე მორგებული, მოქნილი HR პროცესების დანერგვა და ეფექტურად წარმართვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში, მენეჯმენტის მხრიდან, ბიზნეს საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება და ორგანიზაციული ცვლილებების მართვა რთული ხდება, რადგან გვიჭირს ხოლმე ჩვენივე მინუსების დანახვა ან/და ჩვენი ხელით ცვლილებების განხორციელება ძნელია. სწორედ ასეთ დროს გვჭირდება გარე კონსულტანის დახმარება, რომელიც სუსტი და ძლიერი მხარეების ანალიზში დაგვეხმარება", - განაცხადა თეა მორბედაძემ TIA.GE-სთან საუბრისას.
- როდის გაგიჩნდათ კომპანიის შექმნის იდეა?
- HumanR-ის შექმნის იდეაზე ფიქრი, სოფოსთან, მეგისთან და ლიკასთან ერთად, სწორედ ჩვენი გამოცდილებებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე გაჩნდა, დაახლოებით 1 წლის წინ. წარმატებული ბიზნესის მთავარი პირობა პროფესიონალებისგან შეკრული, ძლიერი გუნდია. კარიერული თვალსაზრისით, ყველაზე დიდ მიღწევად სწორად შერჩეული გუნდის წევრია, რომელთან ერთადაც საერთო ღირებულებების ირგვლივ ერთიანდები, სახავ გრძელვადიან მიზნებს და გეგმებს, რომლებიც შენს ღირებულებებთან არის ჰარმონიაში და ცდილობ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო სფეროს განვითარებაში. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპიც გუნდურობაა.
- რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს?
- ჩვენ კარგად ვიცნობთ დასაქმების ბაზრის დინამიკას, გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებში HR პრაქტიკის დანერგვასა და განხორციელებაში, რაც საშუალებას გვაძლევს გავუზიაროთ ჩვენს პარტიორებს ადამიანური კაპიტალის მართვის ნოვატორული მიდგომები. ჩვენი მთავარი ამოცანაა კომპანიების მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, განვახორციელოთ მათთვის დროული და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც შეუმსუბუქებს მათ შრომას და კომფორტს შეუქმნის.
ვიცით, რომ ყველა წარმატებას საფუძვლად უდევს ძლიერი სურვილი, აკეთო შენთვის ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე და ამაში იპოვე შენი წილი ბედნიერება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ვითარების ფონზე, მხარში დავუდგეთ და პრიორიტეტული შეთავაზებები გავუკეთოთ სტარტაპ კომპანიებს, რაც მოიცავს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, HR პროცესების დანერგვას, ორგანიზაციის სწორი განვითარებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით HumanR- ჰუმანერ-ის წარმომადგენლებს ფეისბუქის გვერდზე.