თეგებით ძიება

ზაალ უდუმაშვილი: გაზაფხულზე ქუჩიდან ვიბრძოლებთ

ჩვენი გეგმაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს ქვეყანაში არჩევნები. გაზაფხულზე ქუჩიდან ვიბრძოლებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე. შესაბამისად, სივრცე, სადაც ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილნი, დიახ, ეს იქნება ქუჩა. მერწმუნეთ, ეს ადგილი არანაკლებ აქტუალური იქნება, ვიდრე - საპარლამენტო ტრიბუნა. შეიძლება, უფრო ძლიერიც იყოს. ჩვენ, ყველა იმ პარტიასთან ერთად, რომელთანაც ერთ მაგიდასთან ვსხედვართ, შევიმუშავებთ ძალიან მწყობრ გეგმას, თუ როგორ უნდა დაიწყოს პოლიტიკური პროცესები გაზაფხულიდან“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე შეარჩია. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მისივე განცხადებით, ახალ თავმჯდომარეს ელექტრონულად, პარტიის წევრები და მხარდამჭერები აირჩევენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა