თეგებით ძიება

გიორგი ბარამიძე ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეზე: ისინი ღირსეულები, მებრძოლები, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული და შემკულები არიან

ორივე კანდიდატურა, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა საბჭომ აარჩია, ზუსტად ის ადამიანები არიან, რომლებიც არიან ღირსეულები, მებრძოლები, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული და შემკულები, რომლებმაც თავიანთი თავი გამოავლინეს წლების განმავლობაში, როგორც ღირსეული, ბრძოლისუნარიანი, კომპეტენტური და პატრიოტი ლიდერები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ასობით ათას მხარდამჭერს საშუალება აქვს, ამ ორი ძალიან გამორჩეული კანდიდატურიდან ერთ-ერთი აირჩიოს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ იქნება არავინ დამარცხებული. დარწმუნებული ვარ, ლევანს ავირჩევთ თუ ნიკას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ძლიერი თავმჯდომარე ეყოლება და მეორე კანდიდატურაც ასევე გამარჯვებული იქნება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელშიც დიდი ხანია ჩართული ვართ“,-განაცხადა ბარამიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე შეარჩია. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მისივე განცხადებით, ახალ თავმჯდომარეს ელექტრონულად, პარტიის წევრები და მხარდამჭერები აირჩევენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა