თეგებით ძიება

21 დეკემბერი - ასტრონომიური ახალი წელი - რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ მოემზადოთ ახალი ცხოვრების დაწყებისთვის

21 დეკემბრის ზამთრის ბუნიაობა წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ დღეს მოხდება ორი დიდი პლანეტის იუპიტერის და სატურნის შეერთება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში.

იცვლება ეპოქა და ახალ აზროვნების ერაში გადადის სამყარო, გვინდა თუ არა თითოეულს მაინც შეეხება ეს მიმდინარე პროცესი, ამიტომაც მნიშვნელოვანია სამყაროს რითმს ჰარმონიულად ავეწყოთ.

ციკლის შეცვლა აისახება ეკონომიკაზე, საზოგადოებაზე, პოლიტიკაზე და ამ ცვლილებების შესახვედრად ყველა ფხიზლად უნდა იყოს.

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ მოემზადოთ, გამოიყენოთ პროცესები სასიკეთოდ და საოცნებო ცხოვრების შესაქმნელად.

21, 22 დეკემბრიდან დაიწყება მზის ზრდა და ჩართავს ახალ ენერგიებს, მასთან ერთად გაიზრდება ჩვენი მიზანმიმართულება.

ეს არის ძველიდან ახალ ცხოვრებაში გადასვლის პერიოდი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პროცესები ჩვენს სასიკეთოდ, ჩვენი საოცნებო ცხოვრების შესაქმნელად. მიწიერ ცხოვრებაზე მზეს დიდი გავლენა აქვს, ამიტომაც დედამიწაზე მზის მოახლოება, დაშორება ეს არის მნიშვნელოვანი და გლობალური მოვლენა.

მზის ბუნიაობამდე 3 დღით ადრე და მის შემდეგ, დედამიწა იღებს უზარმაზარ შემოქმედებით ენერგიას, ეს არის მაგიური და საკრალური გარდამავალი პერიოდი და როგორც ყველა გარდამავალ პერიოდში, ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტურია ენერგეტიკული პრაქტიკები.

ზამთრის ბუნიაობა ასტრონომიური ახალი წელია, ეს არის განახლება ახალი მზის დაბადება. ამ მომენტიდან იწყება დროის ახალი ციკლის ათვლა.

ეს არის მისტერია ახლის დაბადება, განახლება, გადატვირთვა ძველი ცხოვრებიდან გადასვლა ახალ ცხოვრებაში. იმედებისა და ნათელი მომავლისათვის მყარი ფუნდამენტის ჩასახვის დღე. ერთდროულად სიკვდილიც და აღდგომაც არის, მისტერიის გარდასახვაა სიბერის - ახალგაზრდობით. ამ დროს შეგიძლიათ ცოდვებისგან გათავისუფლება და ბედის შეცვლა, გარდასახვა მზის მსგავსად, ახლიდან დაბადება.

გთავაზობთ რეკომენდაციებს ამ პერიოდისათვის:
• გამოათავისუფლეთ თქვენი სივრცე უსარგებლო ნივთებისგან, ასევე გაასუფთავეთ გონება უსარგებლო ფიქრებისაგან.
• აპატიეთ ვინც გაწყენინათ და გამოათავისუფლეთ ენერგეტიკულად სივრცე ახალი მოვლენებისათვის, ახალი საინტერესო ნაცნობობისათვის
• შეასრულეთ გაცემული პირობა, დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
• შეაჯამეთ 2020 წელი, რა გამოგივიდათ და რა არ გამოგივიდათ
• შეადგინეთ მადლიერების დღიური და ჩამოწერეთ მადლიერება ადამიანების და სიტუაციების მიმართ რაც გასულ წელს უკავშირდება
• მიიღეთ ზღვის მარილით აბაზანა.
• გააკეთეთ პრაქტიკა, მედიტაციები ვიბრაციების ასამაღლებლად
• არ გამოტოვოთ ეს დრო, აუცილებლად ჩაუყარეთ საფუძველი მომავალ წელს, ჩამოწერეთ გეგმები, სურვილები რაც გსურთ, რათა შექმნათ თქვენი საოცნებო ცხოვრება
• სამი დღის განმავლობაში აანთეთ სანთელი და იმეორეთ სიტყვები დადებითი ემოციების შეგრძნებით : "მე ვარ სინათლე ახალი ცხოვრებისათვის".

დღეს მნიშვნელოვანია გათავისუფლდეთ სოციუმის შიშისგან, რადგან მზის ენერგიის მხარდაჭერით ადამიანი სოციუმში ქმნის წარმატებას, სინათლე შეაქვს ურთიერთობებში, ნათლად ხედავს დასახულ მიზნებს და ეძლევა იმპულსი და ენერგია მიზანმიმართულად იმოქმედოს თავისი საოცნებო ცხოვრების შესაქმნელად

• ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ რომელი კონკრეტული შიში არ გიშვებთ მიაღწიოთ წარმატებებს და რა გაბრკოლებთ? როდესაც ამ შიშს გადალახავთ ამ შიშს თან გაყვება ძველი შაბლონები, შეზღუდვები და წინაღობები, რომელსაც ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ცხოვრებაში, რადგან სოციუმის შიში ადამიანში ააქტიურებს ნეგატიურ ფიქრებსა და ემოციებს: ,,ამას რომ გავაკეთებ, ნეტავ როგორ მიმიღებს სოციუმი, ჩემს თავს რომ წარვადგენ როგორიც სინამდვილეში ვარ, რა უკუკავშირი მოყვება საზოგადოებისგან“, ამიტომ მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად როგორიც ხართ და საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეთ საკუთრი თავი, ნურც მარცხი შეგაშინებთ, რადგან გახსოვდეთ გენიოსები ასობით ექსპერიმენტს ატარებდნენ დაუღალავად, რომ მიეგნოთ მსოფლიო აღმოჩენისთვის და მიეღწიათ წარმატებისთვის!

• ნუ შეგაშინებთ კრიტიკა, რადგან მხოლოდ ის ადამიანი გაგაკრიტიკებთ, ვისაც თვითონ არ გამოუვიდა ცხოვრებაში რაიმე, როდესაც შეხედავენ ესეთი ადამიანები, რომ თქვენი დასახული მიზნისკენ მიდიხართ და გამოგდით, მაშინვე შეიცვლიან აზრს და გამოხატავენ თქვენს მიმართ აღფრთოვანებას.

გთავაზობთ მზის ენერგიისთვის განკუთვნილ მინიმედიტაციას, რომელიც სასურველია ძილის წინ გააკეთოთ:
• დაანთეთ ყვითელი სანთელი, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ გონებაში მანათობელი და კაშკაშა მზე, რომელსაც გააჩნია ძლიერი გამასუფთავებელი ძალა, შემდეგ გაახილეთ თვალები და გადმოიტანეთ ეს წარმოსახვა სანთლის შუქზე, დაფიქრდით რისი გაშვება გსურთ თქვენი ცხოვრებიდან ( შიშის, ნეგატიური რწმუნებულებების, ნეგატიური გრძნობებისა და არასასურველი სიტუაციების) და უბრალოდ დააკვირდით , ცეცხლი როგორ ასუფთავებს და წმინდავს ყოველივეს რაც მიანდეთ.

ასევე გთავაზობთ პოზიტიურ და ძლიერ აფირმაციას მზის ბუნიაობასთან დაკავშირებით:

21 დეკემბერი - ასტრონომიური ახალი წელი - რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ მოემზადოთ ახალი ცხოვრების დაწყებისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა